8.11.08

მწვანე ფილტვები

პროექტის სახელი: მწვანე ფილტვები
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მცენარეების მრავალფეროვანი სამყაროდან განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სამკურნალო მცენარეების კვლევა.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას ადგილობრივ სამკურნალო მცენარეთა შესახებ. იკვლევენ ამ მცენარეთა სამშობლოს და გავრცელების არეალს, მათ ბიოქიმიურ შედგენლობას, სამკურნალო თვისებებს, შეისწავლიან ამ მცენარეების გამოყენების ისტორიას. მოაგროვებენ ხალხში გავრცელებულ ფიტორეცეპტებს და ქმნიან ელექტრონულ წიგნს - ,,კარაბადინს”. მოიძიებენ სხვადასხვა ენაზე ამ მცენარეების სახელწოდებებს და შეადგენენ ბოტანიკურ ლექსიკონს. შეაგროვებენ მასალებს ძველ საქართველოში წამალთმცოდნეობის კერების შესახებ და იმ სახელოვან მეწამლეებზე, რომლებიც სამკურნალოდ იყენებდნენ მცენარეებს. იკვლევენ სამკურნალო მცენარეთა თანამედროვე წარმოებას. მოსწავლეები აგრეთვე იძიებენ, რა სახით ჰპოვეს ამ მცენარეებმა ხელოვნებაში ასახვა. აკეთებენ ალბომს სამკურნალო მცენარეების შესახებ (გასაფორმებლად იყენებენ საკუთარ ნახატებს ან ფოტოებს) და განათავსებენ ვებ-გალერეაში. ქმნიან ჰერბარიუმებს, ბუკლეტებს სამკურნალო მცენარეების პოპულარიზაციის მიზნით.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 12-16/ VII-X.
ვადები/ხანგრძლივობა: 4თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ხელოვნების ნიმუშების მოძიება, ბუკლეტების, ჰერბარიუმების დამზადება, ბოტანიკური ლექსიკონის შედგენა. სამკურნალო მცენარეების ალბომის შექმნა და განთავსება ვებ-გალერეაში, ნამუშევრების განთავსება ბლოგში.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეისწავლიან სამკურნალო მცენარეების თვისებებს, შეიქმნება: ვებ-გალერეა ფოტო მასალითა და ნახატებით, ფიტორეცეპტების ელექტრონული კარაბადინი.
სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები მეტს შეიტყობენ სამკურნალო მცენარეების როლზე ბუნებაში, უფრო მეტად მოუფრთხილდებიან სასარგებლო მცენარეებს. შექმნიან ელექტრონულ ,,კარაბადინს”, რომლითაც ისარგებლებს ამ საკითხით დაინტერესებული ყველა პიროვნება. შექმნიან ბუკლეტებს და დაარიგებენ მოსახლეობაში მწვანე აფთიაქის პოპულარიზაციის მიზნით.
სამუშაო ენა : ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: აკვირდებიან და სწავლობენ სამკურნალო მცენარეებს, აგროვებენ მასალებს მათი თვისებების შესახებ,ეცნობიან მათი მოყვანის პირობებს და შეგროვების წესებს. მოიპოვებენ ინფორმაციას მცენარეთა ადგილობრივი უნიკალური ჯიშების შესახებ, იკვლევენ ლოკალურ გარემოს, ახდენენ ორგანიზმების კლასიფიცირებას რამდენიმე ნიშან-თვისების მიხედვით.
აგროვებს ინფორმაციას ორგანიზმებისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებების შესახებ და მსჯელობს მათ დანიშნულებაზე;
მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე სქემატურად გამოსახავს ზოგიერთი
პროდუქტის მიღების ეტაპებს დაუმუშავებელი მასალიდან მზა პროდუქციამდე და მსჯელობს მათი დამზადების პირობებზე.
საზოგადოებრივი მეცნიერებები: გაეცნობიან საკუთარი მხარის ბუნებას. ჯგუფში მუშაობისას ირჩევენ რომელიმე ტერიტორიას ექსპედიციის ჩასატარებლად რუკებისა და ტექსტური მასალის გამოყენებით, აღწერენ საქართველოსათვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან რესურსებს.
შეადარებენ განსხვავებულ ეპოქებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტრადიციული დარგების განვითარებას. აღწერენ მშობლიურ კუთხეში მდებარე ბუნებრივ ძეგლს და მოიპოვებს მათზე ინფორმაციას.
ქართული ენა და ლიტერატურა: მოიძიებენ ინფორმაციას ამ მცენარეებზე მხატვრულ ლიტერატურაში. შექმნიან ესეებს, ჩანახატებს და ა.შ.
ესთეტიკური აღზრდა: მათ მიერ შერჩეული თემის ირგვლივ მოიძიებენ მასალას, გადმოსცემენ შთაბეჭდილებებს ნახატით ან ფოტო მასალით, და მათი გამოყენებით ქმნიან ერთიან კომპოზიციურ მთლიანობას.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები: იყენებს ისტ-ის საშუალებებს ( მულტიმედიის დამუშავების საშუალებები, პროგრამული
უზრუნველყოფა, საპრეზენტაციო და ვებგვერდების რედაქტორები, სკანერი)
ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოსთვის, რომელიც მიზნად ისახავს ელექტრონულ ფორმატში ბეჭდვას, კომუნიკაციას, სგამომცემლო და შემოქმედებით საქმინობას, რათა შეიქმნას საგანმანათლებლო ღირებულების მქონე პროდუქტი.
უხოური ენები: მოსწავლეები მოიძიებენ სამკურნალო მცენარეების სახელწოდებებს სხვადასხვა ენებზე.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: თამარ ხადური
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:tamunakhaduri@gmail.com
პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea6f346
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://icttrainingtata.blogspot.com/